წამოდი


წამოდი,
ნიავი შეაკრთე
მაგ თმების შრიალით...


წამოდი,
არწივებს უჩვენე 
სიმაღლე სინაზის..


წავიდეთ,
ოცნების ქალაქი
ჯერ კიდევ იქ არის...


წამოდი,
პატარა თოლია
ჭალებში დაგეძებს
თვალებმომცინარი...


წამოდი, წავიდეთ...
ცხოვრება წინ არის...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი