თუნდაც, იმისთვის ღირდა მეცოცხლა


თუნდაც, იმისთვის ღირდა მეცოცხლა 
ცა რომ მენახა მისფერი ტალღით, 
სიყვარულისთვის, შენთვის მებრძოლა და 
შეგხებოდი სიზმარში წამით...


თუნდაც, იმისთვის ღირდა მეცოცხლა
ცრემლით მენამა ბალიში ღამით, 
შენი სურნელი სულს ჩამრჩენოდა, 
შენი თვალისთვის მომეკრა თვალი...


თუნდაც, იმისთვის ღირდა მეცოცხლა 
პულსი შემეგრძნო ცხელი და ჩქარი,
ყველა ტკივილი, ყველა შეგრძნება, 
გულის შეტევის გამეგო ფასი...


თუნდაც, იმისთვის ღირდა მეცოცხლა 
რომ უშენობით, უმზეოდ დაღლილს 
შენი ხილვისას, შენი ნახვისას, 
მე უსასრულოდ მეფრინა ცაში...


მხოლოდ, იმისთვის ღირდა მეცოცხლა 
რომ მყვარებოდი წვიმაშიც, ქარშიც...
წრფელი გრძნობა რომ მცნებად მქცეოდა 
აი, ამისთვის ღირდა მეცოცხლა ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი