შენი გამოძერწვის სიხარული


ტანზე სამოსელი ვერ მოვირგე
სადილს დავაჩერდი გულწასული
ხალათში ჩამჯდარმა ქალმა მამცნო
შენი გამოძერწვის სიხარული...



უცნაურ გრძნობებად ახლართულმა
ფერებას მოვყევი მოგრძო მუცლის 
სამყარო უზომოდ გაფართოვდა 
მელოდა სულ მალე სიხარული...



კალენდარს დავცქერი გულმოდგინედ
თვეებთან ერთად, მეც ავცახცახდი...
დედა ვარ! - ამ სიტყვებს ვიმეორებ 
ავდიდდი არაგვად მიმავალი...


და მერე, პირველად მოვისმინე 
შენი ბუტბუტი და გულის ძგერა
შევშინდი ხელში რომ დაგიჭირე
ბედმა შემომხედა ალმაცერად...



ერთ ნაბიჯს მეორეს მიდგმა მოჰყვა
თანდათან ხელებს რომ გაშველებდი
სიცხიანს სახეზე ცვრად გემოსა
ტკივილად განცდილი ღამეები...


სიხარულს სულ მალე სევდა მოჰყვა
ვგავარ გაშმაგებულ დედას ბოკვრის,
ეშმაკის ხითხითი ამისრულდა 
კანი დამეკაწრა მოგრძო ლოყის...


ნუ წახვალ,
დედიკოს შენთან უნდა...
ქვეყნად მოწყვეტილი გავკიოდი
იმ წამს ხომ არ იცი როგორ მსურდა
ერთად დაგვდგომოდა ალიონი....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი