შენ ჯერ არ იცი


N - ს

შენ ჯერ არ იცი
რომ ჩამჯდარხარ ყოველ პარკუჭში,
ვენიდან გულში რომ მიჰყვები
სისხლის დინებას...


შენ ჯერ არ იცი
რა დიდია პულსის ძახილი,
როცა შენს ნაკვთებს ვიზეპირებ და
არ მწყინდება...


შენ ჯერ არ იცი
რა გრძელია ლოცვა შენდამი,
ჩემი თვალები დღეს შენს ხილვას
როგორ ელტვიან და
სიბნელეში, სილუეტი შენი ხატების
სინათლედ ისე მესახება,
როგორც მისია...


შენ ჯერ არ იცი
მონატრებით ბეჭში როგორ მხრი,
თითქოს ვიმსხვრევი
სულში ხავსი შემომპარვია...


შენ ხომ არ იცი
რა ძნელია უიემდობა
როცა ძარღვებშიც
შენი სუნთქვის ცეცხლი მინთია....


შენ, ხომ, არ იცი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი