აცრემლებულ ალიონს
N - ს აცრემლებულ ალიონს ლანდად გამოვედევნე ახლა გნახავ ვიცი და სითბოდ ჩამომეღვენთე... ,,ლომკა" შემომრჩენია შენი სახის, სურნელის... ახლა ისე დიდი ვარ შევიფარე ღრუბელი... აცრემლებულ ალიონს შევყურებ და არ ვიცი ასე თავაწეული გრძნობას როგორ განვიცდი... წვიმიანი დღეები გავაშრე და ზღვარი ხარ ჩემი გონის დაკარგვის ჩემი სუნთქვის აზრი ხარ... აცრემლებულ ალიონს ლანდად გამოვედევნე დღეს რომ გნახავ ვიცი და სითბოდ ჩმომეღვენთე....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი