,,შემძულდი"-წავშალოთ..


მოდი და ავკინძოთ
ყველა სიბოროტე,
ჩვენივე ტირილი
ღიმილში გავცვალოთ,


დავცალოთ გრძნობები და
მერე სიტყვებიც,
რომლებსაც სიკეთე
არ შვენის ჩავცალოთ.


ავკინძოთ გრძნობები
დღემდე რომ არ გვითქვამს,
,,შემძულდი"... წავშალოთ
,,მიყვარხარ" ... გავშალოთ და
მერე, დაღლილებს
შეგვშვენის რატომღაც
ტკივილი დავკრძალოთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი