,,გავრეკე" მარტივით...


N - ს


,,გავრეკე" მარტივით...
თუმცა,
ჯერ ვერ გავხდი
,,მარტივი"....


ავფეთქდი კვირტივით
უცნაურ ფიქრებში გაწვრთნილი...


სად მივალ? არ ვიცი...
კვლავ უმზეობა განცდილი...


ფოთლებად მაცვია
გრძნობები ჯერ კიდევ აშლილი..,..


თავგზაარეული წვიმას დავუდექი ფარივით,
დაღლილი თითებით
სივრცეში მოგხაზე ამ დილით....


არ მყოფნის სიცოცხლე
ვნება კვლავ თავისას გაჰკივის...


სახეზე მადნება ცრემლები
ღრუბელთა განცდილი....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი