,,თავმოყვარეობას"
ყველა კარს მივხურავ, ჩავრაზავ დარაბებს, ოცნებას ავკრძალავ, არ ვიტყვი არაფერს. ვიცი მონატრება ვისთანაც წამათრევს, ამიტომ ჩავკეტავ ამ გულის, ამ სარქმელს. სათქმელი ბევრია, თუმც დუმილს არ ვარღვევ, დაკარგულ სიზმრებს და იმედებს დავამსხვრევ... თავს შევიყვარებ და არ გავცემ არაფერს, თავმოყვარეობას მივუძღვნი ამ წამებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი