Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_fsub0fl4m86raaacvn8nb0isrg, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
უკვე გვიანია - თინა ელბაქიძე | პოეზია

უკვე გვიანია


როგორ მენატრება
სოფლის ალიონი,
ჩიტების ჭიკჭიკი,
ბულბულის გალობა...


დილით,
მზის სხივი რომ
ფარდაში მოძვრება და
სხივს ბებია რომ
რძით ხელში მოჰყვება...


ტკბილი ღიმილი და
ჩურჩულით ნათქვამი:
,,ადექი ზარმაცო
უკვე შუადღეა"
როგორ მენატრება
სოფლის მენაყინე..


თუთის ქვეშ ნამღერი
გიტარით სიმღერა...
მენატრება მაგრამ
უკვე გვიანია...


არც ბებია ჩანს და
მეც ჩამძინებია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი