და მიხვდება ზღვა შეშლილი


როგორ მინდა 
ზღვის ნაპირას
შენი ლანდის ნახვა,
ტალღას რომ არ მიენდობი
არ იგრძნოსო დაღლა.


ზღვა კი აგიბობოქრდება - 
უშენოდ ვერ გაძლებს - 
შენი სითბოს მონატრებით - 
კენჭებს ლოდად აქცევს - 
შენ მაცდურად კვლავ ჩაუვლი - 
მზეს მიუძღვნი სხეულს, -
ზღვა მოიწყენს-
ჩაფიქრდება...


გაიხსენებს ... ერთ დროს.
იმ დღეს, როცა მე ვიჯექი
სანაპიროს მისას,
შენზე როცა ვსაუბრობდი
ტალღა როგორ მირტყა.
და მიხვდება ზღვა შეშლილი
მე რომ შენ მიყვარდი
მე კი პატიების ნიშნად
გადავცურავ მასში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი