იცხოვრეო და ვცხოვრობ
იბრძოლეო და ვიბრძვი, იცოცხლეო და ვცოცხლობ, რა არ ვაკეთე სხვისთვის მე კი, რა შემრჩა ბოლოს. ყველა შეხებას სხვისას, მე მირჩევნოდა შენი, შენი თვალების სითბო, შემოიდევნა ჩემში. და რაც არ უნდა მოხდეს, ცუდი თუ, ცუდზე ცუდი ... მადლობელი ვარ შენით რომ ამიძგერდა გული. რაღც ძალა ხარ კარგის... მე შენით ვცოცხლობ მხოლოდ. იბრძოლეო და ვიბრძვი, იცხოვრეო და ვცხოვრობ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი