სიყვარულისთვის, რომელიც არ მაქვს
სულ რომ მეხატე ფუნჯით მზისფერით, ყველა ქაოსი მაინც დაგფლეთდა. გადაჩეხილი გრძნობის კიდეში სხვისი აჩრდილი იას გაბნევდა. რომ დამეცავი კაბით შავფერით ჩემი ძაძები გმირად მაქცევდა მაგრამ, რადგანაც ვერ შემეჩვიე ეს ქმედებებიც იქცა ზღაპრებად. გადავაყოლე გული დარდის სმას, ვერ მოვერიე ძალით ჩემს ბედს და სიყვარულისთვის, რომელიც არ მაქვს - ვერ მოიცალეთ შენ და განგებამ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი