დაგელოდები


ჰო, გავიზრდები და ...
ახლიდან შემიყვარდები.
ახალი გრძნობით და 
უახლეს ძალთა დარებით,
მე, სიამაყით შემიყვარდები.
შენ გამექცევი, მე კი ისევ
დაგელოდები...


დაგელოდები სადმე მაინც
რომ მოგკრა თვალი,
რადგან სამყარომ რაც ჩემშია
იღოს საგზალი.


მინდვრების გავირბენ,
გვირილებს რომ ვამცნო ყოველი
ვუთხრა რომ ისე შემიყვარდი
როგორც პირველად,
თან მორიდებით.


მე კი უბრალოდ განსხვავება
მივიღე ორი,
მთელი სულით და
ამ შეგნებით
ხარ ჩემი სწორი,
ჩემი ტკივილის მიზეზი და ის სიხარული
რომელიც შენი ღიმილიდან ისევე მოდის.
შემიყვარდები, უფრო ძლიერ
შემიყვარდები, ვიდრე აქამდე
მყვარებია შენში არსება.


მე კი გადაღლილს ამ გრძნობისგან,
მოგენატრები...


რადგან მიხვდები...
რომ გიჟისგან 
წასვლა ... არ ღირდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი