ცა იხლიჩება წამში...
განშორებისას ხდება ხოლმე ცა ნაცრისფრდება დარდით, ტკივილს სასმელში ჩაახშობენ, რომ გააფრინონ წამით.. მერე ოცნებაც ფერმკრთალდება, იმედი გდია გაღმით, გამოღმა მხრიდან მას რომ მისწვდე ძალა არ შეგწევს ამის... მერე სიცოცხლის ძაფი წყდება დუნდები როგორც ბავშვი... განშორებისას ასეც ხდება, ცა იხლიჩება წამში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი