სამშობლოს გმირებს!..


როცა ქვეყანას შუკვანი ჰყავს, გოგიაშვილი,
ანწუხელიძე, ცუგროშვილი, ანდა შანავა,
კოლხიტაშვილი, სოფრომაძე, ივანიაძე,
ან დავითაძე, - მტრის გულები მათმა დაშანთა

ანწუხელიძეს აწამებდნენ ერთი კოცნისთვის,
ვერ დააჩოქეს, ვერ გატეხს მტრებმა ვერაგმა,
ასე მარტივად იმეტებდნენ ქართველს ხოცვისთვის,
ვერც უფლის კალთამ უშველა და „ჯაჭვის პერანგმა''.

შინდისის გმირებს დავიწყება არ უწერიათ,
კვლავ ერთდროულად დაიღუპა ჩვიდმეტი ბიჭი,
თუ საქართველოს ზოიძე ჰყავსბ და გაბუნია,
- უფალმა მოგვცა საჩუქარი თავდაცვის ნიჭი

თუ კუპატაძე,წულაძე და ანდა ფორჩხიძე,
კაკაურიძე, ჯანელიძე, და აბაშიძე,
ჯიშკარიანი, წილოსანი და ბარამია
დვალიშვილი, ან მელქაძე, ან შაინიძე...

ან ონიანი, შეყლაშვილი, შიოღვდლიშვილი,
ნინიაშვილი,კვიწინაძე, ან და ბერიძე,
კიდევ რამდენი ჩამოვთვალო ქართველი გმირი
უფალო მოგვეც გამძლეობა ყველას,- ერის ძმებს...

შავცოხოსნები აცილებენ გმირებს საფლავზე,
მაღლა აღმართულ ქართულ დროშას კვლავ არხევს სიო,
ქართველ დედების მოთქმამ შესძრა მთელი ქვეყანა,
მთელ საქართელოს ტკივილად და გოდებად გმირნო.

საამაყოა, - ქართულ დროშით მიგაცილებენ,
იწექ კუბოში შვილი ერთის?! - ყველა ქართველის,
წლები გავიდა სისხლიანი იმ ომის შემდეგ
და თქვენს საფლავზე არ ქრებიან ისევ სანთლები...

ისევ ისეთი მრისხანეა გულებში გლოვა,
რომ არ ნელდება, ვერ ვივიწყებთ სისხლდაღვრილ ბიჭებს,
ძმათა საფლავზე წლების შემდეგ ჩვენ ისე მოვალთ 
სანთლებს დავანთებთ, - შესანდობრის შევავსებთ ჭიქებს...

და გეტყვითმაშინ, - ლომისგულა ჯარისკაცებო!
- საქართველოსთვის თავდადებულ გმირებს ვფიცავარ...
ჩვენი მომავლის, ჩვენი ქვეყნის ერთგულ დამცველნო
არ დაგივიწყებთ,- თქ ვენი მკერდი მე რომ მიცავდა

თუ სიკვდილია მხოლოდ ისეთ სიკვდილს ვინატებ
ქართული დროშა ფრიალებდეს მუდამ საფლავთან 
ხალხის გულწრფელი ცრემლი გამყვეს გზასგმინათებს,
ვიდრე მოვკვდე და არ ჩამაგოს არვინ არაფრად

თქვენ საქართველოს დაუტოვეთ კვალი ისეთი
თქვენი სახელი ჩვენს გულებში სანთლად ანთია
ქართელო გმირნო ჯარისკაცნო სევდით ვისებით
თუმც საქართველოს ჯარისკაცით ვხვდებით  განთიადს!


                           
P.S.დიახ, ყოველი მშვიდად გათენებული დილის უკან თქვენ ხართ, რომ ყოველთვის იცავთ ყოველთვის ქვეყნის სამსახურში ხართ საქართველოს სადარაჯოზე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი