საქართველოზე!
ამ მთებს, ხეობებს,მდინარის ხმაურს, ხის ფოთოლთ შრიალს ვუსმენდი როცა, ქართული სიტყვა მიკრავდა დავლურს და საქართველო ამენთო ლოცვად მღეროდა გული, ვუკრავდი ფანდურს და სალამურის კვნესა მესმოდა, ჩემს მშობლიურ მთებს,- ერთადერთ ნათლულს ამ სიყვარულით ფრთები შესხმოდა. სად იყო გლოვა, სად იყო დარდი, სად იყო ბინდი და სად წვალება, ფრთებშესხმულ ფრინველს საოცრად ვგავდი, მე უშენობა გამაწვალებდა... - ქართულო ცაო, ქართულო მიწავ, შენით ამენთო ქართული გული, თუ დავიბადე, - მოვკვდე ქართველად, ცაზე ფრინავდესმერცხების გუნდი... ვერ შემცვლის ფული, ვერ შემცვლის ოქრო, ვერ შემცვლის ვერც ვინ ქალი თუ კაცი, რაც დავიბადე ქართველად ვცხოვრობ, ასეც ვიცხოვრებ თუ ღმერთი მაცდის... ამ მთებს, ხეობებს, მდინარის ხმაურს წმინდა ხატივით ვატარებ გულით შენით ძგერს გული და ვუკრავ ფანდურს, შენთვის ჭიკჭიკებს მერცხლების გუნდი ვიქნები ლაღი და ბედნიერი, გამთლიანებას დავლოცავ როცა, მაშინ შევისხამ ფრთებს,- გავფრინდები არ მოგვაკლდება ღვთისმშობლის ლოცვა უშენობა კი, ვიცი, დამტანჯავს, თუ არ აინთო ერთობის სხივი ჩემში იქნები მუდამ მთლიანი ჩემი მთლიანი და არა სხვისი ამ მთებს, ხეობებს,ფრინველთა ხმაურს, ხის ფოთოლთ შრიალს ვუსმენდი როცა, ქართული სიტყვა მიკრავდა დავლურს გულს საქართველო ამენთო ლოცვად! ავტორი ქართველი (თინათინ) თია ყავრელიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი