ჩემი აპრილი


მოდის აპრილი
ნაზი სიო გაზაფხლისა
მოდის სიცოცხლე, სიჭაბუკე სიყვარულისა
ახალ გაზაფხულს ესალმება ლურჯთალა ია
გზა უკვდავების
სიცოცხლის და სიხარულისა.
მოდის აპრილი ელვარება ედემის ბაღის
ჩუმი ხმაურით შარიშურობს ფოთოლთა დელგმა
ქუხს სიჭაბუკე
გაზაფხულის ათასფერებით
ნაზი სურნელით გაბრუვა სულ არემარე...
თეთრი ჩადრები აუსხიათ ტყემლებს, ალუბლებს
და ცისფერ ცაში ტრფიალებენ უხვად მტრედები
და ცისფერ ზღვაში ლივლივებენ თეთრი გედები
მოდის აპრილი
 - გაზაფხული ქალბატონივით
ნაზად, სათუთად, თუმც მჩქეფარედ რომ აღძრა ვნება
სულის მშვენება
გაზაფხული
მოდის აპრილი
სიყვარული...
ვით ფიფქი დნება სულს ასე ადნობს
მაგრამ მდიდარი საამური ჩემი აპრილის ნაზი  სურნელი
- მოდის აპრილი
აჰა, მოდის!...
ზღვა სიტურფით ჩემი აპრილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი