ახალთაობა მოდის მზესავით!..


ახალთაობა მოდის მზესავით!..
                                              „ახლთაობა  ისეთი მოდის,
                                             რომ საქართველოს მზე არ ჩაქრება''
საქართველო რომ დღეს გულზე მეწვის
ასე ძალიან დაზაფრულია...
ახალთაობა ისეთი მოდის,
რომ სულში, სადღაც გაზაფხულია.

მოდიან ჩვენი ახალგაზრდები,
გაბრწყინებული,- იმედით სავსე,
სიყვარულის მზეს არ დაგზარდებით,
გაჩუქებთ, რადგან ეს უფრო მავსებს

ჩვენ ფრთებს შევისხავთ, დავფრთიანდებით,
გული ფერადი ფერით ირთება,
ადრე თუ გვიან გავმთლიანდებით
მსურს ყველა დარდი დარჩეს მითებად

... და ის გვჯეროდეს ; - იყო სიზმარი,
ერთხელ კოშმარი ვის არ უნახავს,
ასე პატარა საქართველოში 
სამშობლო გმირებს შემოუნახავს!

                                             თია (თინათინ) ყავრელიშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი