სევდანარევი იწურება აქ გაზაფხული


სევდანარევი იწურება აქ გაზაფხული
ფიქრთა ჭიდილში მეღვიძება სულ დასველებულს
გონება წაშლილს სიცხადისგან კვლავ გაკვირვებულს
სასოწარკვეთის გრძნობა მიპყრობს მე როგორც ეულს
ზოგჯერ მინდა რომ გაღვიძება დამიგვიანდეს 
ზოგჯერ მინდა რომ ვერ ვარჩევდე ძილშიც სიცხადეს 
აქ გაზაფხული გააცილებს დარდებს დილამდე 
უკვე მინდა რომ გაღვიძება დამიგვიანდეს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი