დედიკოს ვფიცავარ
წერა-კითხვა ვისწავლე, აი, უკვე დიდი ვარ. არ წამიყვანთ სკოლაში? ბაღში აღარ მივდივარ!.. თვლა ხომ ვიცი ასამდე, თანაც ექვსი წლისა ვარ, პატარა რომ ვიყავი, განა ისევ ისა ვარ! სულ ხუთებზე ვისწავლი, ჩემს დედიკოს ვფიცავარ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი