"ნუციკო"- ტარიელ ჭანტურია


სად გინახავს, მითხარი,
მელაკუდა - უკუდოდ,
უსავარცხლოდ - ოფოფი,
ანდა სოკო - უქუდოდ!
სად გინახავს, კენგურუს
ჩანთა შინ დარჩენოდეს,
მონადირეს ხელში
თოფი არა სჭეროდეს!
შენ კი ჩემო ჭკვიანო,
ჩემო კარგო ნუციკო,
როგორ მოხდა, სკოლაში
რომ წახვედი უწიგნოდ?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი