მედროვე
ყოველ დილით ვხვეტავ ქუჩას ქალაქს ვაცლი ნაგავს, მაგრამ, თაგვი გამებუტა, მსაყვედურობს: ,,რად არ მაცლი ჭამას“. ამ თაგვს კაცი კი აიტანს დავუტოვებ ნაგავს, მაგრამ დიდ თაგვს რა გააძღობს ყველაფერს, რომ სანსლავს. თანაც მიყუჟულა პარლამენტში და ოცნებებს ქარგავს. კერძოდ: უნდა გახდეს პრეზიდენტი, შეისყიდოს მიწა, სურს, რომ ზღვაზე გემი ჰყავდეს დაემსგავსოს სიმბადს, უნდა იყოს ღონიერი და იცოცხლოს დიდხანს... მაგრამ, თაგვს ის ავიწყდება, რომ არსებობს ვირთხაც. ავტორი: ვაჟა კაკაბაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი