'' ქალწულება შეუმოსავი ''
ქალაქში დუმდა ქალწულება შეუმოსავი ეფერებოდა საღამოებს ცა ნისლიანი ათასში ვნახე სურნელება სუნამოსავით ვიღაც კვდებოდა,ცა ტიროდა, იყო გვიანი თვალებს ანთებდა მოფენილი ფარდა ცილობის ფურცლები ირგვლივ ირეოდა ამოფრენილი წამებს მიჰქონდათ სიდიადე მარადისობის გუგებში ჩანდა წასულების ბოლო წერილი დაირასავით გვაწვდიდა ხმებს სიდიადე და .. დუმდა სულყველა , მოციქული , ქურდი ,მპარავი ამბავი ცუდი მოდიოდა სხვების მხარიდან სიტყვა რჩებოდა უგზო-უკვლო, შეუფარავი გამატიალეს , გამვლელებმა , გამატიალეს ქართულის ცოდნა ჩემი ჩანდა ნავაგლახარი გადამიარეს და გამთელეს ძაღლიშვილებმა წარსული ჩემი მომაძახეს მზერით გამხმარი ( წაიკითხეთ ქვემოდან ზემოთაც , უკუღმა ! )
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი