'' ანტაგონისტი ''


რაღაც, წყენაშიც არის სპექტაკლი
რაღაც, დაკარგვის შემდეგ ფასდება
სადღაც სიგიჟეც კვლავ გაიმარჯვებს
და თვით ზეცასაც ხელით აწვდება
უმოქმედობაც დიდი სიბრძნეა
გრძნობა შემოდის აზროვნებაში
თუ ძალა არის შენი იდეა 
და ხინჯს ვერ ხედავ თეორემაში 
ვიღაც შენიშნავს და გაიკვირვებს 
მეამბოხეთა თავისუფლება? 
ვიღაც თაყვანს სცემს და დაიკივლებს,
გამოშავდება და დამუნჯდება...
არის ეშმაკშიც თავისუფლება!
არის ბორკილშიც ვიღაც ბატონი!
არსებობისთვის ალბათ გჭირდება
შენი მეტოქე და თანასწორი.
ამპარტავანი ამპარტავნება: 
სიმდაბლის დიდი ბგერით გამჭოლად:
"თაყვანს არ ვცემდი არასდროს იმას
ვისზეც შემეძლო რომ მებატონა!"
ცხოვრება ,შიში,-ეს არის ომი
ხელისუფლება სულ წამიერი
თუ სიყვარული შენი-სულ არ ჩანს
როგორც სამყაროს დასალიერი
იქნებ ფრინველსაც ენა ქონოდა
იქნებ მიწისა ზეცისას ეთქვა 
იქნებ იმასაც რაღაც ცოდნოდა
ვინც ჯოჯოხეთის მორევს დაენთქა:
"მე გავიცინებ არსებობაზე 
სულ ყველა კარი ჩემთვის ღიაა 
და სიყვარულის თემაზე ვიტყვი 
რომ სევდიანი პრელუდიაა"....
რადგან ანათებს ორი მზე ერთად
სიბრძნის კარიბჭე იხშობა თითქოს 
თურმე ყველანი შექმნილან ღმერთად
ციფრების ენით , უალგორითმოდ ..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი