'' ბაიათი ტურფას ''


ტურფავ , რატომ მაწვალებ , 
რატომ მიკლავ იმედებს 
სიყვარული გულს მიკლავს 
მარტოობა მიმეტებს 
ნუთუ არ გენანები 
ნუთუ სხვაში გამცვალე 
შენს სარკმელთან დავდგები 
გიმღერ შენ გენაცვალე 
ეს ცხოვრება ასე ცალად გავლიე 
ყანწით შენი სადღეგრძელო დავლიე 
დავთვერი და აგერ დავეხეტები 
რომ მიყვარხარ ქალო ნუთუ ვერ ხვდები 
გამომხედე , გულზე შემომეფონე 
სიტყვა მითხარ იქნებ მეც გაგიგონო .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი
TOP.GE