'' მატრიარქალური მოსაწევი ''
და ზამთარივით ცივი ხარ დღესაც ჩამოყრილი გაქვს შენი ტოტები რას ელოდები , დროებას ? შენს შანსს ? ან სულ არაფერს არ ელოდები ? მე გეტყვი : დღესაც იმედით დაწერ რაღაცას , თუნდაც სულ უმნიშვნელოს ხვალ კი ამოშლი , თაბახსაც დახევ და იმედი გაქვს მთლად გახელების და ზამთარივით ცივი ხარ დღესაც შენს გულში სევდა მუდამ ღრიალებს ტრიალებს მიწა , ტრიალებ შენც და მარიხუანაც წრეში ტრიალებს .. და ამოარტყავ ნაცრისფერ ნაპასს ნაცრად ქცეული დღეების ფონზე ბრუნდები ისევ ნაცრისფერ ლექსთან და კვლავ კითხულობ პირველ სტრიქონებს ნანატრი ტალღაც მოდის და განგრევს .. შენ , ჩაკირული შუქურასავით ყველაფერს უძლებ ყველაფერს იტან ეზოს ცოფიან კუკურასავით .. გაგაბარხატებს პლანი და მშვიდად დაწერ სიმშვიდის მომგვრელ ასოებს ეს მარტოობაც გამყიდველებმა პროდუქტისავით დააფასოვეს მე მიყვარს პლანის მომძაფრო სუნი მე მიყვარს ჩაი , მიყვარს თამბაქო შენ ელოდები , როდის მოგიტანს და სევდიანად აწყობ ლამბაქებს იღებ სიგარეტს გათლილ თითებში და პირთან მიგაქვს ისე ფაქიზად , რომ მზად ვარ ბოლად ქცეული შენში მოვედო ფილტვებს და ვიქცე ნისლად გამოსუნთქული გავქრე ჰაერში ავორთქლდე მყრალ და უცნაურ ბუღად ბოლოს კი ვიქცე მამალ ბიჩოკად და საფერფლეში ჩავიწვა ჩუმად ... მე მიყვარს შენში თოვლის სურნელი მე მიყვარს ბავშვი შენში რომაა შენ გაზაფხული გაქვს მაგ თვალებში ჩემში კი მარად შემოდგომაა .. მიყვარს როდესაც ღიმილსაც მჩუქნი როდესაც მპარავ თვალებით გრძნობას როდესაც შენც გრძნობ დაცვენილ ფოთლებს და ჩემში დამდგარ ამ შემოდგმას მიყვარს კანაფის სუნი შენს თმებში მე თითქოს შენს სულს ვურტყავ ნაპასებს მე მავსებს შენი იდეალიზმი დემოკრატიას რომ არ აფასებს მე მიყვარს შენში მატრიარქატი რომელსაც ალბათ ბოლო ექნება თუ მე შევირთავ 16 საცოლეს და ნეკნი შენთვის აღარ შემრჩება .. მაგრამ გაქურულს ოთახში პლანით წინ მხოლოდ შენი ქსელი მეგება მე გაბმული ვარ , როგორც პეპელა და ჩემი ტუჩიც შენს ტუჩს ეხება .. და ზამთარივით ცივი ხარ დღესაც ჩამოყრილი გაქვს შენი ტოტები რას ელოდები , დროებას ? შენს შანსს ? ან სულ არაფერს არ ელოდები ? მე ვიცი , ზამთრის მიწურულს მოხვალ როცა ახალი ნერგი ირგვება ქარები , სეტყვა , მარტი და თქეში და ჩემი გულიც აქ გაიღება .. მოწეული ვარ , ძალიან მაგრად არაფრად არ ღირს ჩემი ცხოვრება ლექსი ? ჰო ლექსი .. ეს ლექსი ნაღდად .. ალბათ .. ვიღაცას ემახსოვრება !!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი