‘’ ჩარლი ’’


ჩემნაირად ? ალბათ სხვასაც ეყვარები 
სიძულვილით ? ალბათ ჩემებრ სხვასაც - ვერა 
უამრავი სიხარული გეხარება 
ალბათ ჩემი ამღვრეული ბედისწერის 

ჩემნაირად ? სხვაც მოგხვევს ხელს 
სხვაც გაკოცებს , 
ჩემნაირად ? ალბათ ხელს გკრავს 
ვინმე - ვერა , 
არ ვედრები მე იესოს და არც პეტრეს , 
ნათქვამ სიტყვის ასრულების უფრო მჯერა 

და ჩემსავით სხვაც გიმღერებს , 
უფრო უკეთ
სხვაც აგიყვანს აღმართებზე სოლოლაკის 
მე უფლება არ მომეცი საყვარელო , 
სხვა კი უეჭველად გნახავს გახდილს .. 

ჩემზე კარგად შეგიცურებს ხელს ლაჯებში , 
ჩემზე მეტად მიგიზიდავს და გაგართობს  
მაგრამ ჩემებრ ის თვალებით ვერ ამოგცლის 
თუმცა ჩემზე მაგრად ვიცი ის მიგარჭობს  

და თუ სხვასაც გაუშალე ეგ გრძნობები , 
თუ მე დავრჩი ჩამტვრეული და კარღია , 
მაშინ წავალ , ჩარლისავით შავთეთრ ფილმში 
კომიკურად , ფორთხიალით , გრძნობა-მღვრიე ..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი