'' ისევ დრამერს ''
ნუთუ ასე უნდა დამიკიდო დრამერ .. დღეს აგვისტოს ნაღვლიანი დღეა , ვათევ ისევ შენზე ფიქრში ღამეს , ჩემი ცრემლი გადმოვარდნაზეა .. დრამერ , ნუთუ აღარ გესმის ჩემი ? ნუთუ ბრახუნს ვერ გავიგებ შენსას ? დრამერ , ვიცი ეს ზაფხულის დღენი რომ შენ უნდა მიაგებო სულ სხვას .. დრამერ , ჩემი გული ფეთქავს რითმით , მიდი , იქნებ ჩაჯდე , მინდა სცადო მე მინდა , რომ ორი ჯოხით , ლუდით სადღაც კლუბთან ღამე მოგიცადო .. და როდესაც დაინახავ ჯოხებს , იგრძნობ იმ ძველ , ვირტუოზულ სოლოს დრამერ , დრამერ , მე გეძახი , გიცდი ვიცი , რომ შენც გამაგონებ ბოლოს . დრამერ , იქნებ შენ ხარ ქალი ? იქნებ ვცდები , რომ დაგსახე კაცად ? მეკითხები სად მივდივარ , საით ? გიპასუხებ ჩემო დრამერ : არსად . და შეხედე ჩემი ლექსის რითმი , ნუთუ არ გავს იმ ძველისძველ ჰიტებს ? დამიჯერე თუ გული გაქვს დრამერ , ეს პოემა მიწყივ გაგაღვიძებს ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი