'' და შენ კოპწია , პატარა ''
და შენ კოპწია , პატარა ნამის წვეთივით წამწამზე ჩამოცვარული ზეცა ხარ გაფრთხიალება , შრიალი ხარ მოქროლილი ნიავი მყუდრო და წყნარი ღამისა , სევდა ხარ ჩემო პატარავ გამოცრილ დროთ სიამეში .. მიდიხარ , ქარი გაცილებს კრთიხარ და ცეცხლი გენთება შენ ხარ უმწეო , მძინარე მე - კოცნით გამოღვიძება ფარფატა კაბით , შვლის ნუკრი ციმციმა , ძალზედ თავნება უმანკო და სასურველი ვით ფრინველთ ტკბილხმოვანება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი