'' გველი ანკარა ''
და როდესაც გაჩუმდება სულყველა დუმილს არღვევს მხოლოდ მათი ფიქრები , ზამთრის სუსხი მოაწვებათ წურბელებს ჩვენ კი თავზე დაგვაცვივა ფიფქები .. სულ ჩაქრება ანთებული ლამპარი , სძინავს მოხუცს ძილით გაუნდობარით , გაღვიძება ალბათ ისევ კოცნებით მოფერებით , საამო საუბარით .. ალბათ ისევ პაჩი - პუჩი საწოლში , სადაც ვნება ჩვენს სხეულებს სჩვევია სადაც ნაღდად დიაცს მამაკაცური ხოლო ვაჟკაცს ქალის ხელი შემოჰხვევია .. და ისევე განთიადებს მოველით , ჯერაც ბნელა , როცა ვანთებთ ჩვენს ჭრაქას და მძინარე ბავშვსაც ალერსს მივუთვლით თვალებით რომ ამ სიყვარულს ვერ ვმალავთ .. ვერ დამალავს ეს თვალები სიყვარულს , ანთებული შიგ ჩანს ჩვენი გულები , ჩვენ ერთი გვაქვს დაღი ქრისტიანობის ჩვენ ვარ მხოლოდ ასე დაჩაგრულები .. ვეფერებით როგორც გუშინ ერთმანეთს , თითქოს ვტოვებთ სამუდამოდ , მივდივართ გვიხარია ერთი გამოხედვაც კი , ერთმანეთის ტკივილი და ტვირთი ვართ .. მაიძულე ხანდახან რომ ვიცინო , რადგან წყალნი შემივიდეს სულადმდე , ნუ აღვიძებთ , ნუ აღვიძებთ სიყვარულს , დე იძინოს ქვეყნის აღსასრულამდე ! მაგრამ ასე ბჟუტავს , დაკრთის სანთელი , ვის ცალია ბედი შავი გათვალოს , ვის ცალია მისი გაღვიძებისთვის , მტრობა უთხრას დაუნდობელ სამყაროს ? .. აგერ ერთმა ამოიღო ხანჯალი , მეორემაც თავის შუბი უბოძა , მესამემ კი მთელ სამყაროს ურქინა , სხვამ , მეათემ ფარი გადაულოცა .. ფრთები , ფრთები , ფრთები მიმოფარფატდნენ ფეხი მიწას ისევ არ დააკარა გასრიალდა როგორც ერთ დროს იმ ბაღში , ჭრელი გველი , მიმოწნული , ანკარა .. დღეს მე მძინავს , ტბილი ძილი მისურვეთ ! დგება დილა , პირველი დღე , საღამო დღეს იქმნება უკვე სულ სხვა ქვეყანა , დღეს გვიყურებს უკვე სულ სხვა სამყარო !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
Tkbili dzili..
Satauri simartle gitxrat ar momewona,
tumca radganac yvela leqsi wavikitxe
tqveni leqsic wavikitxe da kidev kargi rom wavikitxe ^_^ dzalian kargi iyo..bravo!