'' აჩქარებული პულსი და ერთი ჭიქა ჩაი ''


ქარი ნელნელა მატულობს , 
ფოთლები დაიწყებენ ცვენას , 
იბრძოლე ჩემი ომით 
და თეთრი ბაირაღით !

შენ გული გიცემს წყნარად , 
ჩემში შემოდის ღელვა , 
ჩემს წარსულს ძინავს მშვიდად , 
შენ ყველაფერი გახსოვს .

როცა მტერი მყავს ირგვლივ 
და შენ ყველა '' ძაღლს '' ხედავ 
კავშირი არ გაქვს ჩემთან 
და სულ სხვა ომში ომობ .

არ ვითხოვ შენგან იმედს , 
ეს თანადგომაც კმარა , 
დღევანდელი დღე ჩემთვის 
არის მარადი წამი .

მომკიდე ხელი სნეულს , 
დარაზე ჩემი კარი , 
რომ ჩემი გულიც ცემდეს 
მშვიდობიანად , დინჯად .

იარაღს ჩემსას ხედავ , 
ხმა არის შენი ომი , 
ბრმას უნდა ყავდეს ძაღლი 
გზას ვერ გააგნებს სხვამხრივ .

დღეს ჩემი ბრძოლა ნათელს 
აფენს სიბნელეს სხვისას , 
დალიე ჩემი წყარო , 
ის მიდის სამოთხეში .

დღეს დაგიწყებენ ღადავს , 
ხვალ შეცდომებსაც ნახავ , 
ზეგ შენც ჩემსავით მშვიდად 
შეეგუები წამალს .

მე არ გთხოვ ცისარტყელას , 
და არც სიცხეში წვიმას , 
მე ვითხოვ ჩემს უფლებას 
რომ რამე მაინც მქონდეს .

აზრი დაკარგა ომმა , 
სადაც ისრები ცვივა , 
შენ კი თითეულ მათგანს 
სამკერდე ფიცარს უშვერ .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
.....8 წლის წინ

Leqsis chamtavrebamde
mteli interesit vkitxulobdi yvela strofs da bolos mxolod is gaviazre rom dzalian momewona..

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი