წლები გარბიან !!!


დრო მოვა, ყველაფერს ინანებ ცრემლებით,
თავს შეაფარებ ამინდებს ქარიანს...
ალუბლებს სიმწრისგან აწყდებათ ნერვები,
წლები კი გარბიან, გარბიან, გარბიან.

თავი ჯერ ისევ ზღაპარში მგონია,
უშენოდ ტკივილებს არ ააქვს საზღვარი...
ვიცი რომ ცხოვრება ბრძოლა და ომია,
მაგრამ საშველი?! საშველი სად არის?

როდემდე, როდემდე ვიარო ეულად?
მეც ვეკედლები ამინდებს ქარიანს...
სიზმრები უშენოდ სულ გადარეულან,
შენ თვითონ წახვედი, რა ჩემი ბრალია.

ერთფეროვნებამ დამღალა დროების...
არადა შენამდე არცისე შორია,
თითქოსდა სამყაროს ბორკილით მოვები!
მოხვალ და ამიშვებ, მე ასე მგონია.

მაგრამ შევმცდარვარ, დამემსხვრა იმედი...
დამღალა ცხოვრებამ ასეთი სცენარით,
სცენამდე ჩემი სურვილით მივედი...
მაგრამ ყველაფერი რიგზედაც ვერ არის.

ჩემს თითებს გაუქრათ შენი თმის სურნელი...
და აღარ ვადგავ პატარა ნაბიჯებს,
მე შენს გრძნობებთან გავმართე დუელი...
წადი გამშორდი, არავინ დაგიჭერს.

და რახან წახვედი და ჩემთან არ გინდა,
მე შენზე ვფიქრობდი, შენკი არ გინდოდი...
თუ ჩემი სიყვარული შენ ასე დაგღლიდა!
გეთქვა ჩემთვის და თვითონ წავიდოდი...

დრო მოვა, ყველაფერს ინანებ ცრემლებით,
თავს შეაფარებ ამინდებს ქარიანს...
ალუბლებს სიმწრისგან აწყდებათ ნერვები,
წლები კი გარბიან, გარბიან, გარბიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი