მე ხვალ დაგტოვებ


მე ხვალ დაგტოვებ ალიონზე
სანამ მზე ღრუბლებში გამოჩნდება,
მე ვერ დავივიწყებ წინა ღამეს...
ვიცი სიყვარული წამომცდება.

ცარიელ ქუჩას დინჯად გავუყვები...
შენი ღიმილით და შენი ნაბიჯებით,
თუკი ვერ დავბრუნდი, თუკი არ მეწერა...
შენი სურნელით და სუნთქვით გავგიჟდები.

წლებიც მარტოობით ისე გაივლიან...
არც შემომხედავენ, არც გამიღიმენე,
და სულაც არ ვიცი მერე რამოხდება...
ქარები იქროლებენ, წვიმები იწვიმებენ.

დამღლიან ამინდები, ცვლადი ხასიათით...
შენს თავს მომანატრებს ლურჯი დეკემბერი,
ასე სხეულში რომ ,,გამი-იანვარდი''
ფიქრში გეხუტები, გულში ,,გეფერები''.

გული რომ აიღებს გრძნობის ახალ ნოტებს,
ვიცი ეს ნოტები ყველა მე ვიქნები,
ჯერ არ შემოსულა ჩემი თებერვალი ...
უკვე მენატრები, უკვე მეფიქრები.

გრძნობას შევიმოსავ რომ არ გამიცივდეს.
და მერე შენს გზას გამოვყვები,
არ დავიკარგები, შენთან მალე მოვალ...
გზას მომასწავლიან მორცხვი ამბორები.

აი შემოვაღე შენი სახლის კარი...
მაგრამ გამახსენდა, არსად არ წავსულვარ,
ახლა ტკბილად გძინავს, მეკი დამათენდა...
ფიქრებმა წამიღეს და ღამეც გარდასულა.

ჩუმად ფეხაკრეფით კარებს გავიხურავ,
რომ არ გაგაღვიძო, სულაც დავდუმდები...
ახლა ბაღში გავალ, ვარდებს დაგიკრეფავ,
ლექსსაც წაგიკითხავ როცა დავბრუნდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი