მარტი
სულ მალე მარტი მოვა, შენი გაცნობის რიცხვი მოვა სიზმრების თოვა... შენი ტკივილის ფიქრი. ვერ გადაიტანს ზამთარს შენი სურნელის ქარი, ასეთი იყო ალბათ ჩემი ოცნების ქალი. მე რავუშველო ახლა... მარტო დარჩენილს, ეულს... მუდამ ტკივილი ახლავს, მკვეთრად შელანძულ სხეულს. ფიქრებს შეხიზნულ სითბოს ქარი აუშლის ნერვებს... მოხედე შველას ითხოვს, და შენს პატარა ხელებს. თმა ჩამოგშლია წელზე მე რომ გიწნავდი კარგო... წვრილი ხალები ხელზე, ცხოვრებამ არ შემარგო. გახდი ტკივილი ჩემი... და მოქნეული ტალღა, იქ ჩაიძირა გემი დასასრული რომ ახლავს. ბედს შევეგუე თითქოს ბედი შავი და ბნელი, ისევე შველას ვითხოვ... გამომიწოდე ხელი! მეც აღარ ვჩივი ხელებს... და აღარ ვითხოვ სითბოს, ახლა ვაკეთებ იმას... რასაც ცხოვრება ითხოვს. ვ.ჯანგველაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი