მარიამ
ნუ დაღონდები ჩემო მარიამ, გული დარდისგან ნუ მოგიკვდება... ეს სამყარო ხომ ეკალ-ნარია, იცი ცხოვრება ახლა იწყება. თუ ერთხელ გული გეტკინა ძლიერ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს მარიამ... არასდოს დანებდე, სინანულს სძლიე... ეს სიყვარული ვერვინ დალია. თვალებზე ცრემლებს ნუ დაიმდუღრებ, შენ ხომ ღიმილი უფრო გიხდება... თავს მარტოსულად ნუ დაიგულებ, თავის შეცდომებს ყველა მიხვდება. ყველა მიხვდება თავის საქციელს, მერე ინანებს უშენოდ ყოფნას... ეგ სიყვარული რომ დააქციეს... მაშინ მოეღო ბოლო მათ ყოფას. და შენც დაიწყე ცხოვრება ახლიდან, ზურგი აქციე ამ სიმარტოვეს... ვიცი ტკივილი ძლიერ დაგღლიდა მაგრამ უფალი არ მიგატოვებს. სუყველას ნდობას ნუ მოიშორებ, თუკი გრიგალმა სული არია... კიდევ არიან... მე არ ვიგონებ, ვისაც უყვარხარ, კიდევ არიან. იმედი გქონდეს და მოთმინება... ვიცი რომ სულით შენხარ ძლიერი, დრო მოვა, სიყვარული მოგინდება... შენი გრძნობების თვალსაწიერში. უფალი იყოს შენი მფარველი, გზას გილოცავდნენ ანგელოზები... დრო მოვა ტკივილს გადაივიწყებ, და სიყვარულით შეიმოსები. ვ.ჯანგველაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი