გაზაფხული მოდის
გაზაფხული მოდის, შეიმოსავს ფერებს... სითბოს შემოაფენს ყინვაშესხმულ სხეულს, მაგრად ჩავიხუტებ მაგ პატარა ხელებს... წელზე ჩამოგიშლი მაგ დალალებს, ხვეულს. მარტი აგიწეწავს დავიწყებულ ფიქრებს, თვალებს მოარიდებ რეალობას ლამაზს... ჩემი ცხოვრება ხარ... ამას უნდა მიხვდე, მე შენს გარდა სხვა გზა, წასასვლელი არ მაქვს. დაგიკრეფავ იებს, შემოვირბენ მინდვრებს... და საღამოს პირზე აგისრულებ სურვილს, გულში ეგ თვალები და ეგ მზერა მიდევს... თვალებით რომ ვხვდებით ერთმანეთის დუმილს. გაზაფხულის სითბო, გაზაფხულის თქეში... აპრილია მორცხვი... ჩუმად გიმზერს ახლაც, ბავშვივით კი ჯერაც ფიქრებს ვერ შევეშვი... მე შენს გარდა ჩემო, საოცნებო არ მაქვს. ვერ გავუგე მაისს, მორცხვი არის თანაც... ცაზე მოჭედილა ვარსკვლავების ჯარი, მე შევთხოვე სითბო არ? მათხოვა არამც... ზურგი შემაქცია, მომიხურა კარი. სკდომას რომ დაიწყებს იასამნის ფიფქი... დაგახვედრებ დილით... დამშვენებულ ლარნაკს, მერე გამიღიმებ, და სიცილით იტყვი... რომ ვერ შეელევი გაზაფხულის წასვლას. გავაცილებთ ასე... ყვავილების ფერად, გაზაფხული ჩუმად, გაგვიქრება ხელში... ყვავილები ახლა აყვავდება ველად, და დაიწყებ წუწუნს, რომ ჩაგიწნავ თმებში. ვ.ჯანგველაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი