უკვე გვიანია
შენ, შენს თავს სჩივი ჩემო ძვირფასო... მე კი ორივეს ბედი მაწუხებს, ეს მარტოობა რით დაგიფასო?! ასე ძლიერ რომ მიჭერს მარწუხებს. არაფერია, ჩვენ ერთმანეთის... არ დავაფასეთ გრძნობა-ფერება, რომ მარტო დავრჩი... ახლაღა ვხვდები, ვერ მიგიჩვიეს ჩემმა ხელებმა. დრომ თავისი თქვა, ჩვენკი უთქმელად... ცას გავეყარეთ ცისფერ ღრუბლებად, სულ ავიწეწეთ წიგნის ჟანრიდან... და აღარ გვერგო... ჩვენ შეუღლება. თავზე დაგვექცა, რაც კამარაზე... წვიმის წვეთების რიცხვი სახლობდა, ხომ გამაბრაზე?! მაინც მოვდივარ... შენი საუფლო სახლის მახლობლად. ჩემი თვალები, ნატეხი ღამის... კვლავ შეჰყურებენ ფანჯრებს შუქ-ჩამქრალს, როგორც მიმოზებს მარწევდა ქარი, და ვეყრდნობოდი... სხეულს დამაშვრალს. ადრე ფანჯრებთან თუ გიმღეროდი... ახლა საერთოდ, სიტყვაც არ მეთქმის... დღე და ღამ ფიქრებს რომ მივყვებოდი, ახლა სრულიად უცხო ხარ ჩემთვის. შენ, შენი გზა გაქვს მე კი სიჩუმე... არაფრის მთქმელი სიტყვების ფერად... სევდა, მარტოსულს თუ დამიგულებს... ქარწაღებულივით მომისვრის ხელად. და წლების შემდეგ თუ მარტოსული, სადმე უეცრად, ახლოს აღმოვჩნდი... შემოგანათებ თვალებს დაღარულს... ნუ შემომხედავ, სწრაფად გამშორდი. და ალბათ მერე გაივლებ სევდას... ძველ ფიქრებიდან მოგეახლები, არ მომიწონებ სახეს გატეხილს, და სიჭაბუკით მოგენატრები. ბედს დაიწყევლი ძველი წლებიდან... თუ რამე დაგრჩა ჩემთვის უთქმელი, ჩვილი ბავშვივით ატირდები და, შენს თავს ყველაფერს გამოუტყდები. წლებს გარდატეხილს და უქმად დაკარგულს... რაღას ვუშველით, დაგვრჩება ობლად... და სიყვარულსაც გულში დამარხულს, ქარი აპობდა... ჰფანტავდა ყოვლად. არაფერია, ჩვენ ერთმანეთის... ვერ დავაფასეთ გრძნობა-ფერება, ახლაღა ვხვდებით, რომ გვიანია... რომ ძველ სიყვარულს არ ეშველება. ვ.ჯანგველაძე 22.02.2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი