ორსული


სიყვარულით დაიწყებ ფაჩუჩების მოქსოვას,
მთელი ემოციებით, 
თითქოს ეფერებოდე...
მუცლით სიყვარული და შენი სითბო მოგქონდა,
როგორ გინდა მთელი დღე თავზე რომ ევლებოდე.

აი უკვე გაწუხებს, 
არ ისვენებს რატომღაც...
ეს დროდა-დროა ბიძგები თითქოს მისი ბრაზია,
თუ აქამდე გიკვირდა... 
ახლა ხვდები რატომაც,
დედობრივი ინსტიქტი 
რომ ყველაზე ნაზია.

მთელი ცხრა თვის მანძილზე გაგიტაცებს ფიქრები,
გინდა გგავდეს სიმშვიდით, და იერით მამიკოს...
დედა ხდები პირველად, ფიქრობ როგორ ვიქნები...
ცდილობ დაბადებამდე ყველაფერი მზად იყოს.

ეფერები მუცელს და თან ჩუმჩუმად საუბრობ,
თითქოს უკვე ესმის და ისიც აღარ ისვენებს...
გინდა მუცლის შიგნიდან გულის ცემა გაუგო,
სიყვარულზე საუბრობ და გინდა რომ გისმენდეს.

რამდენს ფიქრობ სახელზე?!
ვერ პოულობ ვერაფერს.
გეღიმება ჩუმჩუმად, ეს სახელი უხდება...
რაც არუნდა დაარქვა, გეყვარება ყველაზე,
გაგრძნობინებს მღვიძავსო, 
თითქოს ისიც წუხდება.

დედობრივი გრძნობები დიდი მუცლით იწყება,
და უყურებ ცხრა თვეში
ძუძუს რომ წოვს სიცოცხლე,
აკვირდები დღითი-დღე თუ რა მალე იზრდება, 
ყველა დედას შვილები, ღმერთო კარგად უმყოფე.
 
ვ.ჯანგველაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი