ხან როგორ მინდა


ხან როგორ მინდა,
ამოვიღო გულის ნადები.
ჩემი ფიქრების ნავსაყუდარს
მინდა გხედავდე...
ამ სიტყვებიდან ვერ მოვძებნე შენი ფანდები,
საკვირველია მიყვარდე და,
თქმას ვერ ვბედავდე.

ასე მალულად გაივლიან 
წლებთა თარეში,
და მერე იქნებ, 
ჩემი სათქმელი სხვისგან გაიგო...
რამდენი რამე მოვასწარი,
ამ ერთ ღამეში...
გულმა რამდენი კაეშანი, ჩუმად გაივლო.

გაგიკვირდება სიყვარული, ჩემგან უთქმელი...
თუკი მიყვარდი... 
რატომ არ ვთქვი ნეტავ აქამდე,
შენც რომ გიყვარვარ, ფიქრებს მალულად გამოუტყდები,
როგორ, ორივემ ასე.. ტკივილი გულში დავმალეთ?!

როგორ შევცოდე, 
არ გითხარი გრძნობა ფარული,
ახლა არ მინდა, 
სხვას უყვარდე... 
სხვა გეხებოდეს,
უცნაურია და უცნობი, 
ეს სიყვარული,
ახლა ახია უშენობით...
სადღაც ვკვდებოდე.

და მერე იქნებ, 
სამუდამოდ
გადამავიწყდე...
წლებს გავატანო, ტკივილი და შენზე ფიქრები,
არაფერია, უჩემობა თუ დაგავიწყდეს...
მე, შევეცდები, უშენოდაც კარგად ვიქნები.
 
თავს დავაჯერებ, 
თორემ მართლა კიარ ვიქნები...
მე, უშენობას ტკივილებით უნდა ვავსებდე?!
არ მომასვენებს მთელი ღამე, შენზე ფიქრები,
მთელი ღამე, შენზე ფიქრები არ მომასვენებს.

ვ.ჯანგველაძე 
18.02.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი