ადამიანობა
სასაცილოა ვწერდე იმაზე, რაც არ მინახავს და რაც არ განმიცდია... ცხოვრება არის ძალიან ხანმოკლე, წლებიც გაირბენენ მე არ დამიცდიან. თუ კი მოვპარე ვინმეს რაიმე... ვაკეთე ცუდი, შემშურდა სხვისი... არ დავაფასე სიკეთის კეთება, არ შევიბრალე ტკივილი მისი. და გამახსენდა უფალი სხვისგან... ავცრემლდი სუფრაზე, ვითომ პატრიოტი. არ დავაფასო ცოლის სიყვარული, სიყვარულს ვუხსნიდე და სხვასთან დავდიოდე. ან ვაწყენინე მშობლებს და ოჯახს... რომ ვუღალატო მეგობრებს, ჩემებს... თუ დავანგეიე ცხოვრება სხვისი, რაღა აზრი აქვს სინანულს მერე. არ დავამშვიდო სხვას თუ ვუყვარდე... სიყვარულისთვის არ დავდო თავი, და არ შემეძლოს სხვისი პატიება... ვიყო ორპირი გულქვა და ავი. წერამ დამღალოს, ცხოვრების წერამ... კალამს შევეშვა და დავთმო მუზა, გავჩერდე ჩემთვის, დავყარო ფარხმალი... ქედი დავხარო, ჩავუშვა ღუზა. თუ გაჭირვებულს ვაქციე ზურგი, ვინანო როცა იქნება გვიანი... მაშინ ჯობია სულ აღარ ვიყვე, ანდაც არ მერქვას ,,ადამიანი''. ვ.ჯანგველაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი