მე, უშენოდ ვერ გავძლებ
მთვარე ალესილია... ოცნებების ჯებირით, ათას-ნაირ ფერებად დაიშალა ფიქრები... შენი სიყვარულიდან ისე გადავსხვაფერდი... შენს სასთუმალს სიზმრებად, სიყვარულად გიჩნდები. მიყვარს შენი თვალების უცნაური ფერები, სადაც მე დავინახე სიყვარულის ფეთება... შენი გული ვიჩუქე ჩაკეტილი გრძობებით, მოგაშორე თვალიდან ცრემლის დენა-ღვეთება. დილა რომ გათენდება, მიხარია სიფხიზლე... რომ გიყურო მძინარეს, ანგელოზი მგონიხარ... მიყვარს შენი წუწუნი რამე რომ გეტკინება, ნატკენს გინდა ვაკოცო, უმალ ჩემსკენ მორბიხარ. მიყვარს შენი, ბავშვური, გულუბრყვილო სიცილი... გული რომ ამენთება და... ჩემია სამყარო, მიყვარს თმების სურნელი წელზე რომ ჩამოგიშლი... ყვავილების ნამქერი მკერდზე უნდა გაყარო. მიყვარს შენი ფიქრები, ჩემთვის უკვე მხელილი, ჩვენი ღრმა სიყვარული, მრავალჯერ რომ შევფიცეთ... არასოდეს გაქრება გრძნობა ასე გამტკბარი, ჩაგიხუტებ, გაგათბობ, რომ არასდროს შეგცივდეს. მიყვარს შენი სამყარო, მომავალი დედობა... მინდა მუდამ გიმზერდე, სიყვარულის თვალებით, არასოდეს დაგტოვებ შენზედ შეყვარებული, მე უშენოდ ვერ გავძლებ, თუნდაც რაღაც წამებით. ვ.ჯანგველაძე 18.02.2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი