ოჯახს დავლოცავ
ოჯახს დავლოცავ ქართულს და მადლიანს... ოჯახში კერას ვაჟების აკვანს, სიკეთის მსურველს, მირონს და ნათლიას... ქართულ ტრადიციებს, არნახულს სხვაგან. უფლის წყალობას, ოჯახის ანგელოზს... ოჯახის ფუძეს, დედაბოძს, კალოს, გუთანს და ხარებს იმდენხანს გაეძლოს... რაც საქართველომ დრო-ჟამი განვლოს. ბარაქა გქონოდეთ, პური და ღვინო... მარანი სავსე თიხის ქვევრებით, ვენახში ვაზი გორული, პინო... დედა ღვთისმშობლის ძალით და ვედრებით. იყავით ლაღნი, მშვიდობის კალთით, გევლოთ იქ სადაც სიკეთე მოჩანს... გული არ გქონდეთ სავსენი დარდით. ოჯახს დავლოცავ, ამ ქართულ ოჯახს. ვ.ჯანგველაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი