მე, ავიფურცლე


მე ავიფურცლე, ამგავა ქარმა...
შენი ფიქრების ნავსაყუდრიდან,
წვიმამ გამრეცხა, მიმტყუნა კვალმა...
ეს განშორება ღალატს უდრიდა.

ფიქრთა ჯებირებს ანგრევდა ქარი,
შენ შორს გხედავდი, მახსოვს გციოდა,
შემოგაპარე ჩუმ-ჩუმად თვალი...
გული მტკიოდა, გული მტკიოდა.

დანისლულ ქუჩის თავსა და ბოლოს...
იდგა ქალ-ვაჟი ჩუმი თვალებით,
ცრემლი სდიოდა სახეზე გოგოს...
ბიჭი კი ფიქრებს წაეღო წამებით.

ვერა ბედავდა სათქმელს ვერც-ერთი...
აქ სიყვარული სცენაზე იდგა,
თვალი შევავლე... მერე შევჩერდი,
ასე ვიდექით სამივე დიდხანს.

მე-სიყვარული, ბიჭი და გოგო...
მერე უეცრად გახელდა ბიჭი,
გოგომ ისევე ტირილი მორთო...
რომ სიყვარულსაც უნდაო ნიჭი.

ბიჭი მივიდა, და დაამშვიდა...
შევრიგდეთ ჩემო გვეყოფა ჩხუბი,
გოგო ამ სიტყვებმა თითქოს გააკვირვა
ტირილი შეწყვიტა, შეიკრა შუბლი.

ბიჭს ჩაეხუტა... აკოცა გოგომ,
ორივე ტიროდნენ სიხარულისგან...
მეც-კი ვტიროდი მე-სიყვარული,
სიყვარულისგან, სიყვარულისგან.

ვ.ჯანგველაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი