პატიება შესთხოვე
პატიება შესთხოვე... მაღლა წმინდა მარიამს თუ ცხოვრებამ გიმუხთლა, დედის აქ რა ბრალია? ვაჯკაცი რომ დედაზე სიტყვებს ისვრის აუგად, რა მოვკითხო მითხარით? ან ისეთი რა ვუთხრა... ქართველს შვენის დანახვა... დედის ტკბილი ამაგის, გახდით უმოწყალონი გულ ცივები, ამაყნი. დედა, ქართველი კაცის სალოცავი და ხატია... მისთვის შვილის დღეობა, მუდამ სანთლად ანთია. ერთხელ მაინც ჩახედეთ, აცრემლებულ თვალებში... და თქვენს განვლილ ცხოვრებას, დაინახავთ წამებში. დრო მოვა და ინანებთ თქვენი თავის შეგრცხვებათ, ასე საამაყონი... ნუ იქცევით მხეცებად. დაგეკარგათ ნამუსიც... გული ბოღმით გაჯერდა, ვისაც გინდათ მომკითხეთ თქვენი სიტყვის არ მჯერა. ვ.ჯანგველაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი