პერსონაჟი წიგნიდან
სინანულით დავხურავ საუკუნის ფოლიანტს, არღავნისფერ ყდებიდან ისმის დიდი ხმაური... პერსონაჟი გავხდები უკვე ასე მგონია, აღარაფრის მომცველი, მოშავ-თეთრო აურის. მთვარე მოჩანს ყირმიზი გახუნებულ ლანძვებში... ირონიას ვერ მალავს და მოუჩანს ბასრობა, ვემზადები სასცენოდ, კულისების ფარდებში... ვერ გავბედე ცხოვრების, ხელებიდან დასხლტომა. განჩინება უნდოდა... მგონია რომ გახელდა, გახდა ჩემი მსაჯული, და შემწირა ტრიბუნალს... ეგონა რომ შეცდომებს ერთიანად ამხელდა, მერე თავი მანება, ვერაფერი მიგულა. დაბებკული სხეული, სული დაუდრგომელი... დამაშვრალი გაჩერდა, მელნით მოთხვრილ ზეზასთან... დიკასავით გალაღდა, დაავიწყდა ყოველი... თაფლუჭი აქვს ნასვამი... საოცნებო ზეცასთან. მკოდოვანიც ვიყავი... ხან კი მოგვი, მოდასე, ვნახე ბევრი შეთქმული, კეთილი და ღარიბი... გავიარე ყველა გზა, იმ ცხოვრების მოდაზე, იქაც იყო, სულ გრძელი, იქაც იყო, არიფი. ყველაფერი მთავრდება, თითქოს ბოლო გვერდიდან... გადავავლებ ახლიდან, მლევანება ეტყობა... გავაგრძელებ მოთხრობას, გავაგრძელებ ხვალიდან... დღევანდელი შეგნება, სამუდამოდ მეყოფა. ვ.ჯანგველაძე 19.02.2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი