ცხოვრების ხედვა


ცხოვრებას შევხედე ისეთი თვალებით...
შერცხვა და თავი დაბლა დახარა,
მე წინ ვიყავი მასზე, წამებით
ეწყინა, ტკივილი ვერ შემომაპარა.

ყველას რატომღაც ვეგონე გიჟი,
ვის გაუგიაო კაცი და ტირილი...
გააღეს კარი ჩემი ცხოვრების,
და დაინახეს სევდა და ტკივილი.

ალიონს ვხვდები კალამით ხელში...
არეული მაქვს დროის შეგრძნება,
რას ვიფიქრებდი ყველაფრის შემდეგ,
გული თუ ამდენს კიდევ შეძლებდა.

მტეხა და მტეხა ცხოვრებამ ძლიერ,
მაგრამ ცეცხლად მაინც ვერ ამანთო...
იმდენჯერ ავდექი, იმდენჯერ ვძლიე...
რამდენიც მომხვდა და რამდენიც დამაგდო.

ნუ გაუტყდები ბედს ავთვალიანს...
თორემ დაგიმონებს, კაპიკად გაგყიდის,
აი ეს ცხოვრება ზოგჯერ მთავარია
ზოგჯერ კი არაფრად, არაფრად არ გიღირს.

წლებს გაატანე მოგონება, მწარე წარსული...
აიღე კალამი, სუფთა ფურცელზე დაიწყე წერა,
თუკი ცხოვრებამ შემოგიღო რკინის კარები...
უკან არ გაჰყვე, ხელს ნუ გაუწვდი, უთხარი ვერა.

ვ.ჯანგველაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი