ევა
ესე სათუთი, კაცის ნეკნისგან შენ შეგქმნა ღმერთმა და მე შენს გამო მთელი სიცოცხლე რაღაც მაკლია, თუმცა, კიდევ მეტს ითხოვ ჩემგან... და თან უარყოფ, რომ ქალი კაცის ნაკლია. შენ არ გინდოდა, სიმშვიდეში გვეცხოვრა მუდამ! ვერ შეიკავე წითელი ვაშლის ვნება, სურვილი ახლა დავდივართ ლეღვის ფოთლებით დარცხვენილები, და თან არ გინდა, ჩემი მოსმენა და ცოტა დუმილი. ხომ წამოვედით დედამიწის აურზაურში, სულ შენი იყოს, რასაცა ხედავ მთელს დასალიერს, ახლა ვიცხოვროთ ისე როგორც ბედმა გვარგუნა... მწარე ვიწვნიოთ, დათმობილი ტკბილის მაგიერ. მაგრამ ქალი ხარ რა მოგკითხო, ასე სათუთო რამდენიც გითხრა მაინც ერთს ფიქრობ, შენსას არ იშლი... შენც კარგად იცი რომ მე შენს მეტი არ მაბადია, მაგრამ ეჭვისგან სათითაოდ ნეკნებს დამითვლი. ასეთი თბილი, თუმცა სანდო მაინც არახარ... სულ იმას ველი, შენს თავს ბოლომდე როდის გამაცნობ მაგრამ მიყვარხარ ჩემო ევა, და მაინც გაფასებ, და არა ვნანობ დათმობილი ნეკნის სანაცვლოდ. ესე სათუთი, კაცის ნეკნისგან შენ შეგქმნა ღმერთმა და მე შენს გამო მთელი სიცოცხლე რაღაც მაკლია, მაგრამ შენს გამო, სამყაროზე ყველაფერს დავთმობ რადგან, შენს გარდა მე არავინ არ მაბადია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი