არ შეგაჩერე
უკვე მრავალი წელი გასულა არ მეჯერება, არ ვთვლი წარსულად... რაც რომ წახვედი ჩემიდან კარგო და ვიტყუები რომ არა ვდარდობ. იდგა ზამთარი დაჰქროდა ქარი, წახვედი შორს და ცივი კარი... მოხურე შვებით, გულის ცემებით, თვალს მიყინული ვიყავ ცრემლებით. მიდოდი და თან მიგქონდა კვალი... ნამქერს გახვევდა თამამი ქარი, ნაბიჯს გითვლიდი და თოვლის საფარს... იხდიდი როგორც ვნებების საბანს. იხდიდი ჩემგან წაღებულ სითბოს, რომელიც დღემდე შენს ხელებს ითხოვს... იხდიდი ჩემგან ახსნილ სიყვარულს და მიტოვებდი სევდა-სინანულს. წახვედი ჩემგან გზადაგზა კვალით... და მეც მოვხურე ბოლოჯერ კარი, ბოლოჯერ გნახე გზად მიმავალი გაცივდა გრძნობა ასე მალალი. და გაქრა ლანდი შენი არსების, რომელსაც მერე ვეღარ ვავსებდი... ახლაც ვფიქრობ და თავს ვერ ვაჯერებ, დღემდე ვნანობ რომ არ შეგაჩერე. /ვ.ჯანგველაძე/22.10.2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი