ქალი


გეწყინა?
რა მოხდა ხომ იცი ქალია?!
სულ უნდა უარო... 
ეს შენი ვალია
ხომ გახსოვს ,,მიყვარხარ" პირველად რომ გითხრა?
არ თქვა რომ ტირილი მაშინ არ მოგინდა!
მიეცი უფლება რომ იყოს მშიშარა,
ეჭვია გრძნობებში თუ რამე იშარა...
მიეცი უფლება შენს გულზე იტიროს...
ხანდახან ბრაზისგან ბავშვივით იყვიროს.
და თუკი დილით პირველი ადგები,
საწოლში მიართვი საუზმე, ვარდები...
იმდენი ჰკოცნე რომ ტანზე აყრიდეს,
უფლისგან დალოცვილთ ვერავინ გაგყრიდეთ.
ეფერე იმდენი ყინვა არ იცოდეს...
მისმა ტუჩებმა თავისი გიწოდეს,
ბოლომდე გაგიტანს ქალია იცოდე!
უყვარხაარ?
წადი და ტაძარში ილოცე.
/ვ.ჯანგველაძე/26.10.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი