თამარს
მე შენს თვალებში სამყაროს ვხედავ, მოვდივარ შენთან ჩემო ლამაზო... თვალებში გიმზერ და ურცხვად ვბედავ რომ სიყვარულზე გელაპარაკო. დრო სწრაფად გადის შენთან ყოფნისას თვით საუკუნეც არის წამები... მე სიკვდილამდეც სულ არ მეყოფი და ამიტომვარ განა-წამები. ყველა ზღაპარი ტკბილად მთავრდება... ზეცა გასტყორცნის სხივებს მიწაზე, შენზე ოცნება არ მითავდება და მენატრება შენი სინაზე. ბედნიერი ვარ როდესაც გხედავ... გულს მომედები ჩემთან ხარ როცა, მოვდივარ შენთან და ისევ ვბედავ დღედაღამ გნატრობ და დღედაღამ გლოცავ. მიყვარხარ თამარ, სიცოცხლევ ჩემო... მინდა ცხოვრება დიდხანს გავწელო, სამარადჟამოდ რომ დაგი-ჩემო და სიზმარშიაც შენზე დავწერო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი